ჟურნალისტების ჯგუფი

ჟურნალისტების დამოუკიდებელი ჯგუფი
საქართველო

ვარძელაშვილი არის საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგული არხის, „რუსთავი2-ის“ ახალი ამბების გადაცემა „კურიერის“ ჟურნალისტი.
ფარქოსაძე არის ფოტოგრაფი და დოკუმენტალისტი. მას აქვს დიზაინერად მუშაობის გამოცდილება 3D მოდელირების კომპანიაში, გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი და ამჟამად თავის პირველ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს გერმანელ თანაპროდიუსერებთან ერთად.
თვალავაძე არის დამოუკიდებელი ჟურნალისტი. ის თანამშრომლობს ისეთ გამოცემებთან , როგორებიცაა: IWPR (Institute War and Peace Reporting), National Geographic Georgia , Chaikana.გარდა ჟურნალისტური საქმიანობისა, თვალავაძე ხელმძღვანელობს ახალი მედია ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკის სკოლაში.
ჯგუფის წევრები საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკის სკოლის სამაგისტრო კურსზე შეხდნენ ერთმანეთს (2013-2015 წწ).
დამოუკიდებელი ჟურნალისტთა ჯგუფის პირველი ერთობლივი ნამუშევარია „გზაჯვარედინი“. მულტიმედიური პროექტი ინტერნიუსს საქართველოსთან თანამშრომლობით შეიქმნმა.