ცნობილი ეგვიპტელი ლამაზმანები, კლეოპატრა და ნეფერტიტი ადრეული დაბერების თავიდან ასაცილებლად ვირის რძესიყენებდნენ და ყოველდღიურად იღებდნენ ვირის რძის აბაზანებს. ამის შესახებ აუცილებლად გიამბობენ ვირების ფერმების მფლობელები კვიპროსზე, იტალიაში და ახლა უკვე საქართველოშიც. ასეთი უჩვეულო ფერმის ნახვა შესაძლებელია სოფელ გამარჯვებაში, საქართველოს დედაქალაქთან – თბილისთან ახლოს.

თემურ ლომიძე

ფერმა თემურ ლომიძემ შექმნა, პროფესიით მხატვარმა! 2014 წელს მან გადაწყვიტა, რომ ვირების მოშენება – ესეც შემოქმედებითი საქმეა და ფერმერობას მიჰყო ხელი. თუმცა, ამას წინ უძღოდა ხელოვნებაში საკუთარი თავის ძიების მრავალი წელი.

თემურმა დაამთავრა არქიტექტურული ტექნიკუმი, შემდგომ, სამხატვრო აკადემია თბილისში და ბედნიერების საძიებლად საზღვარგარეთ გაემგზავრა. ოთხი წელი იცხოვრა კვირპროსზე და ექვსი წელი გერმანიაში, კერძოდ – ბერლინში. ამ პერიოდში იქ გაყიდა 350 ნახატი და 15 სკულპტურა. 2003 წელს თემური საქართველოში დაბრუნდა. ამ პერიოდისთვის უკვე დაქორწინებული იყო და მეუღლეებმა გადაწყვიტეს მომავალი ქალიშვილი, რომელიც ის-ის იყო უნდა დაბადებულიყო, სწორედ სამშობლოში აღეზარდათ.

თუმცა, გადმოსვლის შემდეგ ჩვენი გმირები მიხვდნენ,რომ ოჯახის გამოკვება ნახატების წერითა და სკულპტურების შექმნით საკმაოდ რთული იყო, მითუმეტეს, რომ ხელოვნების ბაზარი საქართველოში ძალიან პატარაა. ამგვარად, საკუთარი ბიზნესისთვის იდეების ძიების დროს თემურმა დაუჯერა მეგობრის რჩევას – გაეხსნა ვირების ფერმა. იმ პერიოდისათვის ეს ნამდვილად ახალი იყო და ასეთი ფერმები საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობდა. „ვირის ფერმები ვნახე კვიპროსზე, მაგრამ მაშინ მათთვის ყურადღება არ მიმიქცევია,“_ იხსენებს თემური. _ „ვირების მოსაძებნად ნახევარი წელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დავდიოდი და ბოლოსდაბოლოს შევაგროვე დაახლოებით 60 სული“.

ასევე, თემურმა და მისმა მეგობარმა შეიმუშავებს ბიზნეს გეგმა, რომელიც ფერმერთა მხარდაჭერის ერთ-ერთ სახელმწიფო პროგრამას წარუდგინეს. ბიზნეს გეგმა მოეწონათ და მისი რეალიზაციისთვის მეგობრებმა  15 ათასი ლარიმიიღეს (5 ათას დოლარზე ცოტა მეტი). ეს არსებითი დახმარება აღმოჩნდა საქმის დასაწყებად.



ამჟამად თემურ ლომიძე  თბილისში ცხოვრობს, სადაც მას საკუთარი სახლი და შემოქმედებითი სახელოსნო აქვს. „ყოველდღე ვიღვიძებ ექვს საათზე და მივდივარ ფერმაში, ქალაქგარეთ. მეგობართან ერთად ვწყემსავ ვირებს. მოწველა დღეგამოშვებითაა საჭირო. საღამოს, ჩვეულებრივ, სახელოსნოში რამეს ვაკეთებ“ _გვიყვება თავისიერთი ტიპური დღის შესახებ თემური.

თავის ფერმას „ვირლანდია“ დაარქვა. „ვირი“ – ქართულად ვირია, ხოლო „land“ ინგლისურად მიწას ნიშნავს, ანუ – „ვირების მიწა“. მიწა ფერმერს დაახლოებით 45 ჰექტარი აქვს. საძოვრები თემურმა რამდენიმე ნაწილად გაყო. სანამ ერთ ნაწილში პირუტყვს მწყემსავს, მეორეში ბალახი იზრდება. საძოვრებს დამატებით არაფრით არ ანაყოფიერებენ, ფაქტობრივად, ამას ვირები თავად აკეთებენ. ზამთრისთვის ცხოველებისთვის თივას, ბოსტნეულსა და ხილს  ამზადებენ. წელიწადში ერთი ვირი ჭამს დაახლოებთ 300 კგ. თივას, რაც გაცილებით ნაკლებია ვიდრე ძროხა ან ცხენი.

თემური დარწმუნებულია, რომ ეს ბიზნესი ძალიან მომგებიანია. ვირები თითქმის არ ავადმყოფობენ და სხვა შინაური პირუტყვისაგან განსხვავებით, მათი მოვლა გაცილებით იოლია. ხოლო ერთი ვირისგან რძის მიღება შესაძლებელია 20 წლის განმავლობაში.

გარდა ამისა, მოთხოვნა  ვირის სასარგებლო რძეზე უფრო იზრდება, მიუხედავად მისი წარმოების შეზღუდულობისა. ერთ ვირს შეუძლია მოიწველოს სულ ერთ ლიტრამდე რძე ორ დღეში ერთხელ. ამასთან, მთელი რძის გამოწველა არ შეიძლება, ცოტა პატარა ჩოჩორებსაც უნდა დაუტოვოს. ამგვარად, ნაშთი გამოდის დაახლოებით 200-300 მილილიტრი ორ დღეში ერთხელ. ვირის რძე ბავშვთა მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება: მაგალითად, ჩუტყვავილის, ხველის, ქუნთრუშის, ფილტვების დაავადების დროს.

„_ეს რძე ძალიან მდიდარია C ვიტამინითა და კალციუმით, რაც აუმჯობესებს ბავშვების იმუნურ სისტემას, _ ამბობს თემური. _„იტალიაში ფერმებიც არსებობს, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია საბავშვო ბაღებთან და დილაობით ყველა ბავშვს აძლევენ 60 გრამ ვირის რძეს“.

უნდა აღინიშნოს, რომ კვიპროსზე, სადაც ჩვენმა გმირმა პირველად ნახა ასეთი ფერმა, უკვე აწყობილია ვირის რძისგან საკვები მინარევების წარმოება იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ალერგია აქვთ ძროხის რძეზე.

ასევე, ვირის რძით ამზადებენ კოსმეტიკას, რომელსაც უკვე ჰყავს თავისი მყიდველი. ცილების, ვიტამინებისა და ფოსფოლიპიდების მაღალი შემადგენლობის გამო, ეს რძე გამოიყენება დაბერების საწინააღმდეგო კოსმეტიკური საშუალებებისთვის, კანის რეგენერაციისა და ნაოჭების საკმურნალოდ. ვირის რძე იცავს კანის ელასტიურობას, ასტიმულირებს ორგანიზმში კოლაგენის წარმოქმნას. სწორედ ამიტომ, მეუღლეები – ლომიძეები ასევე დაკავდნენს ვირის რძეზე დამზადებული საპნისა და საცხის წარმოებით. თემური მეუღლესთან ერთად ფიქრობს ინგრედიენტების შემადგენლობაზე, ასევე შეფუთვის დიზაინზე. აი, შემოქმედებითი უნარები ზუსტად სად გამოადგათ!



გარდა ამისა, ასეთი ბიზნესის უპირატესობა ისიცაა, რომ სხვა ფერმები, რომლებიც თანახმა იქნებიან საქართველოში ვირების მასობრივ მოშენებაზე, თემურმა არ იცის. „ზოგიერთი კიდეც დამცინოდა, რადგან არ სჯეროდათ, რომ ასეთი ფერმა რენტაბელური იქნებოდა, _ ამბობს თემური. _ ეს არაა სწრაფი ფული, რომელიც მიიღება ძროხის რძისგან ან ხორცისგან და სამომხმარებლო ბაზარიც აქ გაცილებით მცირეა. შენი კლიენტი უნდა ეძებო, მაგრამ, თუკი ნახავ, ის ხშირად მუდმივი ხდება“.

ამასთან, კარგი ვირის ნახვა და ჩამოყვანა  საკმაოდ რთულია. პროვინციებში ამ ცხოველების ძირითადი დანიშნულება ჯერ კიდევ ტვირთების გადაზიდვა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებია. თუმცა, როგორც წესი, ვირები ძალიან დაღლილები და შეშინებულები არიან, რაც ცუდად მოქმედებს მათ უნარზე – მოგცენ სამკურნალო რძე.

„_ისინი, რომლებიც ჩვენ მოვიძიეთ, საკმაოდ მოუვლელები და დაღლილები იყვნენ მუდმივად მუშაობისა და დატვირთვისგან, _ იხსენებს თემური. თუმცა, ჩვენს ფერმაში რამდენიმეწლიანი ყოფნის შედეგად, წყნარები და კეთილგანწყობილები გახდნენ, ქამრების შედეგად წარმოქმნილი იარები შეუხორცდათ, რადგანაც ქამრებს ჩვენ არ ვიყენებთ“.

სამომავლოდ ფერმერი გეგმავს ვირების რაოდენობის გაზრდას 100 სულამდე. ის ასევე იმედოვნებს, რომ ვირის რძეზე დამზადებულ კოსმეტიკაზე მოთხოვნა გაიზრდება როგორც შიდა ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთ. ახლა მცირე შეკვეთებს თემური ძირითადად ევროპიდან იღებს. პერსპექტივაში ფერმას ასევე შეუძლია წარმოების აწყობა ვირის ყველზეც. ეს არაა მარტივი საქმე, რადგანაც ერთი კილოგრამი ყველის საწარმოებლად საჭიროა 25 ლიტრი რძე. იმდენად, რამდენადაც ერთი ვირი იძლევა 200-300 მილილიტრ რძეს ორ დღეში ერთხელ, მარტივი არითმეტიკის საშუალებით შეიძლება ვიანგარიშოთ, რომ 83 ვირი უნდა გყავდეს, რომ სასურველი 25 ლიტრი რძე დღეგამოშვებით მიიღო. წარმოების პროცესი მარტივი არაა, თუმცა, თუკი გავითვალისწინებთ ასეთი ყველის ფასს, რომელიც მერყეობს კილოგრამი ათასიდან ათასხუთასი ევროს ფარგლებში, ეს მიმართულება ნამდვილად პერსპექტიული ჩანს.

დაბოლოს, თემურს სასიამოვნო საჩუქარი გადავეცით. ჩვენი ეკოსეტაფეტის ფარგლებში, მან მიიღო ბოთლი რახი და წითელი ღვინო თავისი კოლეგისგან ჩერნოგორიიდან, ნემანი ჯურიშიჩისგან და მადლობა გადაუხადა პროექტს „მეზობლები“.



ამგვარად,  თითქმისსამთვიანი ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, ჩვენმა პროექტმა შეძლო მოევლო სამი ქვეყანა: ჩერნოგორია, უკრაინა და საქართველო და თქვენთვის მოეყოლა წარმატების სამი ისტორია. ერთი შეხედვით, ესაა საუბრები აბსოლუტურად სხვადასხვა ეკოფერმასა და სხვადასხვა ადამიანზე, თუმცა, მათ ყველას აერთიანებთ საკუთარ მიწაზე მუშაობის სურვილი ქვეყნის სასარგებლოდ. ვიმედოვნებთ, რომ ეს ამბავი ვინმეს შთააგონებს გახსნას ეკოფერმა თავის სოფელსა თუ დაბაში და წამოიწყოს საკუთარი საქმე. წარმატებებს გისურვებთ!