პროექტის შესახებ
პროექტ „სამეზობლოს“ ვებგვერდი შეიქმნა ბალკანეთის, კავკასიის და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების მოსახლეობის საერთო პრობლემების და გამოცდილების გასაზიარებლად. პროფესიონალი ჟურნალისტებისგან შემდგარი 50-ზე მეტი ჯგუფი გააშუქებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების ფართო სპექტრს.
პროექტის ფარგლებში შექმნილი მულტიმედიური მასალები მოგითხრობთ ისტორიული შენობების შენარჩუნებაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ნარკომანიაზე, პროფესიონალთა მიგრაციაზე, ტურიზმის განვითარებაზე, სასმელი წყლის ხარისხზე, ბიოწარმოებაზე, ველური ბუნების კონსერვაციაზე, ისტორიაზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.
აღნიშნული თემების გასაშუქებლად გამოყენებული იქნება თანამედროვე მულტიმედიური თხრობის მეთოდები. ვებგვერდის მომხმარებელი იხილავს რუქებს და ინფოგრაფიკებს, გაეცნობა ვიდეოებს და წაიკითხავს სხვადასხვა მულტიმედიური ელემენტებით ილუსტრირებულ ტექსტს. გამოქვეყნებული მასალები მომზადდა პროექტის “დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: ალბანეთი, სომხეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, საქართველო, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია, სერბეთი და უკრაინა.
ახალი ისტორია
ჩვენი ისტორიები



ფერმერი - მხატვარი, ან შემოქმედებითი ეკოფერმერობა ქართულად



მეგობრობა რუსულად



რუსული პროპაგანდის მსგავსებები და განსხვავებები



რუსული პროპაგანდის დაფინანსების წყაროები


